შვიდ წლამდე ქალაქის ძველ უბანში ვცხოვრობდი. ვიწრო, გრძელ ქუჩას ადრე " водoвозная " ერქვა. ამ ქუჩის გავლით წყალი დაქონდათ გასაყიდად. რვაკუთხა ოთახი გვქონდა, დიდი ფანჯრებით, საიდანაც მოყავისფრო– მოწითალო აგურის კედელი მოჩანდა, რუხი ქვების ჩანართებით. ალაგ–ალაგ ქვები ამოცვენილიყო და ხვრელებიდან ამოხეთქილი ხავსი აგურის კედელზე ვრცელდებოდა. სახლი, რევოლუციამდე, მდიდარ სომეხ ვაჭარს ეკუთვნოდა, შემდგომ კი ჩამოართვეს, მრავალ ბინად დაიყო და სხვადასხვა ხალხით შეივსო . ამ სახლის ცენტრი, იტალიური ეზო –იყო სცენა...
სარდაფში ცხოვრობდა ქურთი მეეზოვე და მტვირთავი აბასი, ამბობდნენ თავის დროზე როიალს მარტო იკიდებდაო ზურგზე. ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში კი, მისი ცოლი ზოზე მეგონა – აბაზმა ის პირველ ქმარს მოსტაცა და ცოლად დაისვა.დედოფალივით ექცეოდა აბაზი თავის ზოზეს. ზოზე შავგვრემანი ქალი იყო, ძალიან ნატიფი, ჩამოქნილი ხელებით, ზედ მრავალი სამაჯური ქონდა აცმული. ასევე მრავალი მძივი ეკეთა, ყურებთან ოქროს ბურთები უბრწყინავდა. ტრადიციულად, მათებურად ეცვა აბრეშუმის და ხავერდის ტანსაცმელი ,უთვალავი ფერად–ფერადი ქვედაბოლო... ის სამოთხის ჩიტს გავდა(ჟარპტიცა არის ფასკუნჯი ქართულად). ჩვენი სახლიდან, ვიწრო ქუჩების ლაბირინთით ოპერაში ვხვდებოდით. ახლაც მიჩერდება გული: რა ლამაზი იყო ჭრელი ვიტრაჯები, უზარმაზარი ჭაღი, ღრმა და რბილი ბორდოსფერი სავარძლები, ლურჯი და ოქროსფერი ორნამენტები კედლებზე.ოპერის ბაღში კი ჯადოსნური იასამნისფერი აკაცია იზრდებოდა. სულ პატარა ვიყავი, როდესაც თბილისელი მხატვრის- გრიგორიანის (მეტსახელად ჯოტოს ეძახდნენ) ნამუშევრები ვნახე. მათ ჩემზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს. საოცარი სითბო მოდიოდა თბილისელი ჯოტოს ნახატებიდან: მუქი ყავისფერი, შანდისფერი და მუქი წითელი, ღრმა ჩრდილები. ეს არ იყო უბრალოდ ნახატები– მე ამიხსნეს, რომ ეს არის ფერწერა!
ზუსტად მაშინ მე განვსაზღვრე, რომ ყველაზე ლამაზი ქალი–მუქკანიანი ზოზეა (ამის დატური ის იყო, რომ მოიტაცეს) , ყველაზე ჭკვიანი და საპატივცემულო ფალიაშვილი (მის ძეგლთან სკვერში მასეირნებდა ბებია). მაშინ ვიგრძენი, თუ რამხელა ძალა აქვს ფერწერას. 1 974 წელს ჩემი პირველი „გამოფენა“ მოეწყო (ვინმემ თუ შეამჩნია ჩემი ნამუშევარი, დღემდე არ ვიცი). წვიმიან დღეებში დედას ცისფერ გალერეაში დავყავდი. ერთხელაც ქანდაკების ჯგუფურ გამოფენაზე მოვხვდი. გამოფენილი იყო ქართველი მოქანდაკეების ნამუშევრები( მათ შორის იაკობ ნიკოლაძის ) .მეორე დღეს, დედას, კვლავ გამოფენაზე წაყვანა ვთხოვე: პლასტელინიდან ამოძერწილი ჩემი ნამუშევრი წავიღე და ჩუმად, დიდ ქანდაკებას მივუდგი გვერდით.
1974–1983 N 35 სკოლა
ამ წლებში მე ძერწვა მიყვარდა, განსაკუთრებით სანთლისგან: სანთელი იწვოდა, დნებოდა და მე დამდნარი სანთლისგან უნდა მომესწრო პატარა ფიგურის გამოძერწვა, თუ დააკლდებოდა, ზემოდან კიდევ დავასხამდი დამდნარ სანთელს და მერე ცეცხლის ალში ვატარებდი: მრგვალდებოდა და პრიალა ხდებოდა. ჩემი პირველი პედაგოგი ფერწერაში– გუგული ქურდიანი იყო, რომელსაც დღემდე მადლიერებით ვიხსენებ.
1983–1987 ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი.
• 1989–1994 თბილისისსახელმწიფოსამხატვროაკადემიაში , ფერწერის ფაკულტეტზე ვმოღვაწეობდი. მე გამიმართლა პედაგოგებთან- ირა ბეღანიშვილთან და ზურაბ ნიჯარაძესან.
• აკადემიის დამთავრების შემდეგ (1994–2010წლებში), მე ვიყავი ჩემი დაარსებული- საბავშვო სამხატვრო სტუდიის- ხელმძღვანელი.მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბავშვებთან მუშაობა, შეიძლება იყოს ამდენად ნაყოფიერი, არა მარტო ბავშვისთვის, არამედ თავად მხატვრისთვის, რამდენ შემოქმედებით იდეას გაწვდის საბავშვო შემოქმედება.
დიღმის ტყე
ჩემმა ნახატებმა დაიცვა ხეები რომლებიც დავხატე
7 წლის ვიყავი, როცა ახალ ბინაში გადავედით, ჩვენი ახალი სახლი ქალაქის ბოლო ქუჩაზე იდგა, უზარმაზარი ტყის პირას. მაშინ
ეს უღრანი ტყე იყო, სადაც შესვლაც კი გვეშინოდა. მე გამიმართლა: გზაზე გადავიდოდი, ტყეში შევდიოდი და შემეძლო პლენერზე დიდხანს, წყნარად მემუშავა.
სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტყე და გაიყიდა ნაკვეთებად მშენებლობისთვის, მე ვიდექი და ხეებს ვხატავდი და ჩემს ირგვლივ ტყე ნადგურდებოდა.
2002 წელს პერსონალური გამოფენა" დიღმის ტყე" მქონდა გალერეა "ორიენტში".
2003 წელს გალერეა TMS–ში გავმართე გამოფენა– აქცია " გადავარჩინოთ დიღმის ტყე", ამ აქციის შემდეგ შეჩერდა მშენებლობა და ჩატარდა აშენებულის დემონტაჟი.ჩემთვის, ჩემი სამოქალაქო აქტივობა სრულიად მოულოდნელი იყო. მე წავედი ტყეში სახატავად და ამ ტყის დაცვის ჩემთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი გზა გამოფენა აღმოჩდა.
ყველა მეჯლისზე შეხვდა
2010– 2011 წლებში ვმუშაობადი თოჯინების კოლექციაზე.
თოჯინების გაკეთება შემთხვევით დავიწყე, მინდოდა ექსკლუზიური ნაძვის ხე მქონოდა. ნაძვის ხის სათამაშოების ნაცვლად თოჯინები გამომივიდა. პირველად კლოუნები გაჩდნენ, შემდგომ ქალბატონები,მონადირეები, ვირები, ჯამბაზი, მეფე-დედოფალი,–თოჯინები მეფის ამალაში გაერთიანდნენ – გაჩდნენ მევახშე, პრინცი და პრინცესა, მზარეული და მეფის კარის მსახურები.ჩვენი ეპოქის გმირები– თბილისელებიც გაჩდნენ საიდანღაც... ბოლოს შეიქმნა მთავარი გმირი – მთვრალი პოეტი, რომელსაც ეს ყველაფერი ესიზმრება. თოჯინები ძალიან პატარები არიან და ორსართულიან თაროზე ცხოვრობენ – ზემოთ ჩვენი ეპოქის გმირები და ქვემოთ სამეფო მეჯლისია. 201"ორიენტში", საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში – ეროვნულ სამხატვრო გალერეაში. თბილისში, ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში – შედგა ჩემი პერსონალური გამოფენა. გალერეა" ორიენტის" მიერ ორგანიზებულ გამოფენებში" რეტრო" და „საქართველოს ხელოვნება“.
1996 ვმონაწილეობდი საგაზაფხულო-საშემოდგომო გემოფენებში ეროვნულ სამხატვრო გალერეაში.
1997 წლის აპრილში, 1998 წლის სექტემბერში და 1999 ივნისში პერსონალური გამოფენები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.
2002 წელს პერსონალური გამოფენა გალერეა "ორიენტში".
2003 წელს პერსონალური გამოფენა გალერეა TMS-ში.
2000 წელს მე ვიყავი ბავშვთა გამოფენის ორგანიზატორი გალერეა ხობბში, 2002 წელს კავკასიურ სახლში,2003გალერეა NEW ART.
2011 წელს შედგა პრეზენტაცია და თბილისის თოჯინების მუზეუმისთვის თოჯინების კოლექციის გადაცემა (45 თოჯინა). 2009–2015 წლებში ნამუშევრები გამოიფინა გალერეა "ბაიაში" და "ვანდაში". ნამუშევრები არის კერძო კოლექციებში ამერიკაში, იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში, საქართველოში.
{
სტატია:
http://www.24hours.ge/weekend/story/34920-ana-gabriadze-metojine-qali